გადაცემა „შენი დილა“ ჟურნალისტ მარიამ გაფრინდაშვილს სახლში სტუმრობდა, სადაც ჟურნალისტიკის სიყვარულზე და ამ პროფესიის სირთულეებზე ისაუბრა.
„მე ქუჩის რეპორტიორი ვარ. სანამ ამ ვიდეოს გადაღებას დავიწყებდით ვნერვიულობდი, რადგან მე ველზე მიყვარს მუშაობა და ახლა ცოტა ისე ვარ… სურვილი, რომელიც სულ მქონდა იყო კამერა. ვიცოდი, რომ კამერის წინ დავდგებოდი, მაგრამ არ ვიცოდი, ამას რა ერქვა.
ჩემი პროფესიის სუპერძალა სიყვარულია. ჟურნალისტი ვერასოდეს იქნები, თუ ძალიან არ გიყვარს ეს პროფესია. არ არსებობს არც ანაზღაურება, არც ჰონორარი, რაც აი ამ ყველაფერს შენ შეგაძლებინებს, თუ არ გიყვარს. იმხელა ენერგიას და ფიზიკურ შრომას მოითხოვს ეს ყველაფერი, ძალიან ბევრ რამეზე გიწევს უარის თქმა, როგორც პირადზე, ისე ოჯახზე… შენი ცხოვრების საუკეთესო მომენტზე…
ჩემი, როგორც მოქალაქის ხმა რუსთაველზე ისმის. კამერის წინაც და კამერის მიღმაც. ამ ქვეყანაში მინდა ცხოვრება და ჩემი, როგორც მოქალაქის ხმა არის იმ ადამიანებთან ერთად, ვინც ქუჩაში დგას და ითხოვს სამართლიანად ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს. არ გაჩერდეთ! ეს ქვეყანა არ უნდა გარუსდეს – ახლა ყველას მთავარი სათქმელი ეს არის“, – აცხადებს მარიამ გაფრინდაშვილი.