LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: არ იყო იოლი 3 კვირა! შეგიგროვეთ რჩევები, რომელმაც გამომაჯანმრთელა – განო მელითაურმა კორონავირუსი დაამარცხა

708
განო მელითაური

რეჟისორი განო მელითაური კორონავირუსით ინფიცირების შემდეგ მკურნალობის მეთოდებზე სოციალურ ქსელში წერს. როგორც განო მელითაური აღნიშნავს ვირუსის დამარცხებაში ვირტუოზი ექიმების რჩევები დაეხმარა, რომელსაც ის საზოგადოებასაც სთავაზობს.

„არ იყო იოლი 3 კვირა!

ჩირიკომ „გაცინებული განოებიც“ კი დახატა ჩემს გადასარჩენად

77 სატურაციაც იყო, 2000დი-დიმერი, ჟანგბადის ბალიშიც

დაუსრულებელი სიმპტომებიც….

და რაც ყველაზე მტკივნეული იყო საუკეთესო მეგობრის 4-კაციანი ხელმოწერის გაცდენა, სადაც მეჯვარე ვიყავი! მართლა მთელი ბავშვობა რომ ვგეგმავდით როგორი იქნებოდა ეს დღე… Ana Gigolashvili მაპატიე, რომ ვერ ვიყავი თქვენთან ერთად, მთელი გულით განვიცადე, მაგრამ იოლი იყო ამ 3 კვირის სიყვარულით, იმედებით, პოზიტივით და ნაბიჯების აპლიკაციით გადაგორება!

კოვიდი არ არის პანაცია! ის ვირუსია და შენ შეგიძლია მისი პრევენცია!

აცრით, დისტანციით, რეგულაციების მიყოლით, ვარჯიშით, ან მისი დამარცხება გონებით!

შეგიგროვეთ ის მარტივი რჩევები, რომლებიც მართლა ვირტუოზი ექიმებისგან მივიღე ბოლო 3 კვირის მანძილზე და გამომაჯანმრთელა!

ამ ვიდეოში ის მომენტებია ასახული, რომელმაც კოვიდის რთული მომენტების დაძლევის ძალა მომცა, ამიტომ მხოლოდ პოზიტივს გიზიარებთ!

მე დავამარცხე კოვიდი! შენც შეგიძლია“, – წერს განო მელითაური.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები