ლაშა რამიშვილი გადაცემაში „გული მღერის“ თბილისური ლხინის ფარგლებში აკოფად მოგვევლინა.
ცნობილი პერსონაჟი მან შესანიშნავად განასახიერა.
ჯერ საგრიმიოროდან შემოგვთავაზა ვიდეო, სადაც მისი გრძელი ულვაშებიც კარგად ჩანს.
ამის შემდეგ კი უკვე სცენაზე გადაინაცვლა, სადაც აკოფას სიმღერა შეასრულა.
მაყურებელი მსახიობისა და მომღერლის ნიჭიერებას აღნიშნავს:
„ყოჩაღ, არაჩვეულებრივი შესრულება, არ მეგონა, რამაზის მერე თუ ვინმე ასე შეასრულებდა, მართლა ყოჩაღ…“
„კარგი მსახიობია, ყველაფერი უხდება…“