მომღერალი სოფო ნიჟარაძე, სოციალურ ქსელში ქალიშვილის – პატარა ელის მარია სააკაშვილის უსაყვარლეს ვიდეოს აქვეყნებს.
როგორც ვიდეოდან ირკვევა, ელის მარია მოუთმენლად ელოდება თვითმფრინავს, რომელიც აშშ-დან მოფრინავს:
„მოდის, ველოდები, ჯერ ტყეში მიფრინავს, გადავირევი რომ ჩამოვიდეს, გამიხარდება“, – ამბობს ელის მარია.
ვიდეოს კომენტარით ეხმიანება ნანუკა ჟორჟოლიანი და წერს „არ შექმნა ექშენი ერთ ამბავში, ნეტავ ვის ჰგავს“.
„გავგიჟდები, ჩემი სიყვარული, გენიოსია ეს ბავშვი“, „რა საყვარელია და რა ტკბილი ხმა აქვს“, „ჩასვი ამერიკის თვითმფრინავში და წამოიყვანე ჩვენთან, როგორ მენატრება“ – წერენ კომენტარებში.
ვიდეო: ელის მარია სააკაშვილი სტეფანეს სიმღერაზე ცეკვავს – რა კადრებს გვიზიარებს სოფო ნიჟარაძე
ელის-მარია სააკაშვილი უსაყვარლესია: პატარა ელისის და მისი ძაღლის ვიდეო გულს გაგითბობთ