ტელეწამყვან გიორგი გასვიანის მეუღლე მარიტა მელიქიშვილი TikTok-ზე ვიდეოს გვიზიარებს, სადაც აკნეზე და მის მკურნალობაზე საუბრობს. როგორც მარიტა ვიდეოში აცხადებს, დაახლოებით, აპრილის თვიდან აკნეს პრობლემა დაეწყო, რაც მის თვითშეფასებაზე ძალიან მოქმედებს.
მისივე განცხადებით აკნე ჩვეულებრივი მოვლენაა და ამის გამო რაღაცებზე უარი არ უნდა თქვან. მარიტა აღნიშნული პრობლემის მქონე ადამიანებს ურჩევს, რომ ყოველთვის იყვნენ თავდაჯერებულები და როდესაც სარკეში ჩახედვისას გამონაყარს დაინახავენ, ეცადონ, ყურადღება არ მიაქციონ.
„პირველად ჩავწერე მსგავსი ვიდეო. ამიტომ არ ვიცი რამდენად სწორად ვისაუბრე, თუმცა მინდა რომ 1 ადამიანისთვის მაინც გავხდე მოტივაცია. იცოდეთ რომ ბოლოს ყველაფერი ზუსტად ისე იქნება, როგორც თქვენ გსურთ!🌟“, – წერს მარიტა.
@maritamelikishvili ჰაიი🥰 პირველად ჩავწერე მსგავსი ვიდეო ამიტომ არ ვიცი რამდენად სწორად ვისაუბრე,თუმცა მინდა რომ 1 ადამიანისთვის მაინც გავხდე მოტივაცია.იცოდეთ რომ ბოლოს ყველაფერი ზუსტად ისე იქნება როგორც თქვენ გსურთ!🌟🤍
♬ original sound – maritamelikishvili