LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „არასდროს დამვიწყებია, საიდან მოვდივარ…“ – ვიქტორია ბექჰემი თავისი დოკუმენტური სერიალის კადრებს გვიზიარებს

128
page

ვიქტორია ბექჰემი დოკუმენტური სერიალის გამოსაშვებად ემზადება. Netflix-ის ახალი შოუ, სახელწოდებით „So Posh!“ გვიჩვენებს მის ყოველდღიურ ცხოვრებას, კულისებს მიღმა მომხდარ ამბებსა და სირთულეებს.

„იქნება ბევრი ცრემლი. მაინტერესებს, რას ვიგრძნობ, როცა ჩემს ცრემლებს დიდ ეკრანზე ვნახავ“, – განაცხადა დიზაინერმა რამდენიმე თვის წინ.

„იქნება ბევრი ცრემლი!“ – ვიქტორია ბექჰემი დოკუმენტური სერიალით ბრუნდება, რომელშიც ყველაფერს იტყვის

და აი, ფილმის პრემიერა ახლოვდება. ვიქტორიამ „ინსტაგრამზე“ პირველი კადრები გაავრცელა და მას თან ემოციური პოსტიც დაურთო.

„ვფიქრობ, ნამდვილი ძალა დაუცველობაშია – სწორედ ეს არის ამ დოკუმენტური ფილმის მთავარი არსი. Spice Girls-დან დაწყებული, კარიერის აღმავლობებითა და გარდაუვალი ვარდნებით გაგრძელებული… არასდროს დამვიწყებია, საიდან მოვდივარ…“ – წერს 50 წლის ვიქტორია.

დოკუმენტური ფილმი Netflix-ზე, 9 ოქტომბერს გამოვა და მისი გულშემატკივრებისთვის გახდება უნიკალური შესაძლებლობა, ახლოდან გაიცნონ ქალი, რომელიც Spice Girls-ის „კეკლუცი“ იმიჯიდან, მოდის სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურად იქცა.

ვიქტორია ბექჰემი ანა ვინტურის ნაცვლად, Vogue-ის მთავარ რედაქტორად – მედია ახალმა ინფორმაციამ მოიცვა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები