თამო ვაშალომიძე მონაკოში იმყოფება.
თამო სკინის დამფუძნებელი მონტე-კარლოში საქმიანი ვიზიტით ჩავიდა.
კადრებს თამო ვაშალომიძე სოციალურ ქსელში გვიზიარებს.
ამასთან, თამო მონაკოდან ქალებს ემოციურად მიმართავს და აღნიშნავს, რომ მათ რთული პერიოდი გადაალახინეს.
„როგორ არ უნდა ვუყურო თქვენს კომენტარებს? ამ 1 წლის განმავლობაში ისე დამიდექით მხარში…არავინ არ მყავს, დამრჩა ჩემი შვილები, კომპანია და თქვენ ქალებო, თქვენ გადამალახინეთ, მე ვარ ვალდებული, რომ თქვენი კომენტარები, შეხედულებები, თქვენი ნდობა, სიყვარული ხელის გულზე დავიდო და გავუფრთხილდე. თქვენ ხართ ჩემი ნათესავებიც და დაქალებიც.
მადლობას გიხდით თითოეული კომენტარისთვის, სიყვარულისთვის, გვერდში დგომისთვის,“ – აღნიშნავს თამო გაშალომიძე.
“უფლისგან დალოცვილი უძლიერესი გოგო ხარ არა სილამაზის გამო შეგიყვარეთ ბევრმა ადამიანმა, არამედ გულწრფელობის სიკეთის და ადამიანობის გამო, მუდამ მიგულეთ თქვენს დიდ გულშემატკივარად მიყვარხარ ოქრო გოგო“
„მიყვარს ეს გულწრფელი გოგო, წარმატებები თამო“
„განსაკუთრებული, მიზანდასახული გოგო ხარ.“ – წერენ სოცქსელში.
