LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: არის თუ არა საშიში კიტრისა და პომიდვრის ერთად მირთმევა ჩვენი ორგანიზმისთვის?! რომელია შეუთავსებელი პროდუქტები და რასთან რა არ უნდა მივირთვათ? – რჩევები ენდოკრინოლოგ ნინო ლომთაძისგან

524
ნინო ლომთაძე

არის თუ არა საშიში კიტრისა და პომიდვრის ერთად მირთმევა ჩვენი ორგანიზმისთვის?! – ენდოკრინოლოგი ნინო ლომთაძე ამბობს, რომ კიტრი და პომიდორი, ერთ-ერთი გემრიელი კომბინაციაა, თუმცა ზოგიერთი მეცნიერისა და მკვლევრის შეფასებით, ერთმანეთთან შეუთავსებელი პროდუქტებია.

სასარგებლო რჩევების შესახებ ენდოკრინოლოგმა გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა:

ვიდეო: „სტაფილოს მიღება არანაირ გავლენას არ მოახდენს ზრდაზე, თუ ეს პუნქტები არ იქნება დაცული“ – რას ამბობს მოზარდის სიმაღლეში ზრდისთვის აუცილებელი პირობების შესახებ ენდოკრინოლოგი, ნინო ლომთაძე

საზოგადოებაში გავრცელებულ აზრზე, რომ სტაფილო და ჭარხალი მოზარდების სიმაღლეში ზრდას უწყობს ხელს ექიმი ენდოკრინოლოგი, ნინო ლომთაძე პასუხობს.

„კიტრის და პომიდვრის კომბინაცია, ერთ-ერთი გემრიელი კომბინაციაა, თუმცა ზოგიერთი მეცნიერისა და მკვლევრის შეფასებით, ერთმანეთთან შეუთავსებელი პროდუქტებია, რადგან ერთი მოითხოვს ტუტე ფერმენტებს მოსანელებლად, მეორე კი მჟავე ფერმენტებს მოსანელებლად და შესაძლებელია ამ ფერმენტებმა ერთმანეთი გაანეიტრალონ და ხელი შეუშალონ ბოსტნეულის მონელებას, თუმცა თუ ადამიანს არ აქვს კუჭ-ნაწლავის სისტემის მონელების სისტემები, ასევე ნაღვლის ბუშტის პრობლემები, რომელიც ართულებს ზოგადად ბოსტნეულის მონელებას, პერიოდულად არ იქნება ამ კომბინაციის მირთმევა პრობლემა…“ – ამბობს ენდოკრინოლოგი.

🍅🥒👀 არის თუ არა საშიში კიტრისა და პომიდვრის ერთად მირთმევა ჩვენი ორგანიზმისთვის ?!

🍅🥒👀 არის თუ არა საშიში კიტრისა და პომიდვრის ერთად მირთმევა ჩვენი ორგანიზმისთვის ?!

Posted by დილა მშვიდობისა საქართველო on ხუთშაბათი, 08 მაისი, 2025
magti 5g