სოფი ლორენის ვაჟის, კარლო პონტის ქართველი რჩეული, მარიამ შარმანაშვილი სოციალურ ქსელში სახალისო კადრებს გვიზიარებს.
ვიდეოში ჩანს, რომ კარლო მარიამთან ერთად სავარჯიშო დარბაზში ზუმბას ვარჯიშზეა.
„მე და კარლომ გადავწყვიტეთ ჟენევაში, ჯიმში ვარჯიში დაგვეწყო. ჰოდა პირველივე ვიზიტისას აღმოვაჩინეთ, რომ ზუმბას ვარჯიში იწყებოდა. ასე დაუგეგმავად აღმოვჩნდით დიდ მხიარულებაში.
კარლომ იმდენი მაცინა, რომ ფიზიკურად ვარჯიშს ვეღარ ვაგრძელებდი. არც ისეთი ადვილი აღმოჩნდა კარლოსთვის როგორც ელოდა“, – წერს მარიამი.