მსახიობი და ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი, რომელიც უკვე რამდენიმე წელია, მეუღლესთან და შვილთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს, ზაფხულს საქართველოში ატარებს.
როგორც „ფორტუნასთან“ ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში ნუკიმ აღნიშნა, ის ზაფხულის არდადეგებზე საქართველოს შვილთან ერთად ესტუმრა და მალე მათ, მისი მეუღლე – ბენიც შემოუერთდებოდათ.
ბენი საქართველოში რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა. აეროპორტში მეუღლესთან შეხვედრის კადრებს ნუკი კოშკელიშვილი საკუთარ გამომწერებს სოციალურ ქსელში უზიარებს.
ნუკი კოშკელიშვილი ასევე აქვეყნებს მეუღლესთან და მამასთან ერთად სახლში გადაღებულ კადრებს, ერთ-ერთ ვიდეოში კი ჰყვება, როგორ ემზადებოდა აეროპორტში წასასვლელად და მეუღლესთან შესახვედრად.
