ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წარმატების შემდეგ, გიორგი გველესიანს, რომელიც ბოლო დროს ნაკრების ახალ ვარსკვლავად იქცა, განსაკუთრებით პორტუგალიის წინააღმდეგ შთამბეჭდავი თამაშის შემდეგ, მეუღლესთან ლინდა კიკოლაშვილთან ერთად მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდამ ნონა გაფრინდაშვილმა უმასპინძლა.
ამის შესახებ ლეგენდარული მოჭადრაკის ფეისბუკგვერდიდან ხდება ცნობილი.
ნონა გაფრინდაშვილმა გიორგი გველესიანს ის ემოციები გაუზიარა, რაც ევროპის ჩემპიონატზე ნაკრების წარმატებამ გამოიწვია.
„მალე იხილავთ გადაცემას ნონა გაფრინდაშვილის Youtube არხზე“, – ნათქვამია ნონა გაფრინდაშვილის ფეისბუკგვერდზე.
„ასეთი გულწრფელი, მართალი და ნიჭიერი ქართველი ამ საუკუნეში არავინაა“
„დიდი სიყვარული მასპინძლებსა და თქვენს სტუმრებს“
„მთელი საქართველოს საამაყო, სასახელო ადამიანები“
„გაიხარეთ ქალბატონო ნონა ბედნიერება არის გიორგი და მისი ოჯახი რომ გავიცანით, ეს რა ბიჭი გვყოლია“
„გიორგი გველესიანი მართლაც აღმოჩენაა“
„საამაყო, მებრძოლი და გამარჯვებული ქართველები“, – წერენ კომენტარებში.
🇬🇪❤️ გიორგი გველესიანი და მისი მეუღლე Linda Kikolashvili სტუმრად ნონა გაფრინდაშვილთან 🔴მალე იხილავთ გადაცემას ნონა გაფრინდაშვილის Youtube არხზე გამოიწერეთ: https://www.youtube.com/@NonaGaprindashvili-Chess
Posted by NONA Gaprindashvili • LIVE • ნონა გაფრინდაშვილი on ოთხშაბათი, 10 ივლისი, 2024