ინტერნეტსივრცეში ხშირად იპყრობს ყურადღებას საქორწინო ისტორიები, რომლებიც განსაკუთრებული სილამაზითა და ზღაპრული საუცხოოებით გამოირჩევა ხოლმე.
გამონაკლისი არც ქუთაისში, რამდენიმე დღის წინ გამართული გრანდიოზული ქორწილი ყოფილა.
ვიდეო: „წლის საოცარი ქორწილი“, „საზღაპრეთი“ – ქუთაისში გამართული ქორწილი, რომელმაც ყველა აღაფრთოვანა
მაკოს და ნოდოს გრანდიოზული საქორწილო ცერემონიის კადრები თავდაპირველად გაგვიზიარა ნათია გურეშიძემ. სწორედ აღნიშნულმა დიზაინერმა მოუწყო წყვილს ნამდვილი ზღაპრული სამყარო მათთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დღეს.
როგორც ირკვევა, ამ საქორწილო ისტორიას არაერთი ადამიანი ქმნიდა.
„ასეთი რამ ჯერ არ გინახავთ, ოკეანის თემატიკით შთაგონებული ხელოვნების ნიმუში, სრული შოკი”, – წერს საკონდიტრო საწარმო „რაფაელო“ და ულამაზესი ტორტის ვიდეოს გვიზიარებს.
როგორც ირკვევა, წყვილს მალე გოგონა შეეძინებათ. სასიხარულო ინფორმაცია წყვილმა სწორედ ქორწილის დღეს, ტორტის გაჭრის საზეიმო ცერემონიალზე გაუზიარა სტუმრებს.