2 აგვისტოს, მიუნხენში, ადელის სპეციალური კონცერტების სერია დაიწყო. Საერთო ჯამში, 10 მასშტაბური შოუთი, არტისტი გერმანიაში, 31 აგვისტომდე იმღერებს.
საგანგებოდ მისთვის, ღია ცის ქვეშ აშენებულ არენაზე, ინგლისელი მომღერალი 80 000 მსმენელის წინაშე კარიერის ყველა ჰიტს ასრულებს.
36 წლის შემსრულებლის გულშემატკივრისთვის, დღემდე გამორჩეულ ჩანაწერად რჩება – Someone like You. Სიმღერა, რომელიც ადელმა 2011 წელს გამოუშვა და არის მეგობარ ბიჭზე, რომელიც მას დაშორდა.
მუსიკოსს ამ კომპოზიციის შესრულება ყოველთვის ცრემლების ფასად უჯდება. ამის დასტურია ინტერნეტში გავრცელებული უახლესი კადრებიც, რომლებშიც ჩანს, რომ ის საკულტო ნამუშევარის შესრულებას აცრემლებული იწყებს, თუმცა მალევე წყვეტს და პუბლიკას მასთან ერთად სიმღერას თხოვს. ემოციურ ვიდეოებში, ხელოვანისა და მსმენელის ერთობა და სიყვარული იგრძნობა.
Შეგახსენებთ, რომ 2016 წლის შემდეგ, ადელს ევროპის მასშტაბით არ უმღერია.
წლის ბოლოდან, ადელი ხანგრძლივ შემოქმედებით პაუზას გეგმავს.
„დავბერდი და მომწყინდა“ – 36 წლის ადელი გრძელვადიან მუსიკალურ პაუზას იღებს
@marialuisarestrepoc i would die for her🖤 @Adele_in Munich @AdeleOfficial #adele #adeleinmunich #adeleinmünchen #adelenight1 #someonelikeyou ♬ original sound – Maria Luisa Restrepo
@elisa.mrgti Adele said: You have to be kindness and patient with each other 🫶🏼. #someonelikeyou #adele #munich #song #fyp ♬ ADELE MÜNICH LIVE – 𝐄𝟒