არაბეთის გაერთიანებული საამიროების ავიაკომპანია Emirates-მა რეკლამა მსოფლიოს ყველაზე მაღალი შენობის თავზე გადაიღო. როგორც ავიაკომპანიაში აცხადებენ, რეკლამა გადაღებულია სპეცეფეტებისა და ყოველგვარი მწვანე ფონის გარეშე.
რეკლამის მთავარი პერსონაჟი თავად Emirates-ის ბორტგამცილებელი გახდა. ის მოხალისეებს შორის შეირჩა, რომლებმაც 828 მეტრის სიმაღლეზე ასვლა გადაწყვიტეს.