ინგლისელმა მამაკაცმა ავტომობილის გაძარცვა სცადა და ამ დროს დაშავდა. შემთხვევა სოფელ ბრენდონში მოხდა. ქურდმა მანქანის ფანჯარას აგური ესროლა, თუმცა შუშამ ის აისხლიტა და თავდამსხმელს მოხვდა. ეს ყველაფერი კი სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა.
მარტინ კრეიგმა კამერის ჩანაწერებს გადახედა და ნახა, თუ როგორ ცდილობდა უცნობი მამაკაცი მის ეზოში გაჩერებული ავტომობილის გატეხვას. ქურდმა ფანჯრის მინას აგური ესროლა, რომელიც საბოლოოდ მას სახეში მოხვდა. დარტყმა საკმაოდ ძლიერი აღმოჩნდა. უცნობმა წონასწორობაც კი დაკარგა, შემდეგ სახეზე მოიკიდა ხელი და ტერიტორია დატოვა.
ძარცვის უშედეგო მცდელობის ვიდეოკადრები მარტინმა სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა და ისიც აღნიშნა, რომ მისი ავტომობილი მხოლოდ მსუბუქად დაზიანდა. კარმას კი სწრაფი მოქმედებისთვის დიდი მადლობა გადაუხადა.