LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ბაბუა უფრო ადრე გავხდი, ვიდრე მამა…“ – რატი გაჩეჩილაძე შვილის მოლოდინშია – როგორ მიულოცა გოჩა და შორენა ჩერტკოევებს შვილიშვილის შეძენა

119
რატი გაჩეჩილაძე

მოცეკვავე რატი გაჩეჩილაძე „დღის პოსტში“ შვილის მოლოდინზე ისაუბრა.

„კარინას უკვე დიდი მუცელი აქვს. ძალიან მაგარია მოლოდინი. ჯერ ბოლომდე ვერ ვხვდები, რა ხდება, ალბათ, რომ დაიბადება, უფრო უკეთ მივხვდები. გოჩას და შორენას შვილიშვილი შეეძინათ, პარის ანა ჩერტკოევი. სასაცილო ამბავი ისაა, რომ ბაბუა უფრო ადრე გავხდი, ვიდრე მამა. გუშინ შორენამ მითხრა, რომ ბაბუა გახდიო და მერე მივხვდი… დიდი იმედი მაქვს, რომ ჩამოიყვანენ და ჩემს შვილსაც გავაცნობ… გოჩა და შორენა ბებია და ბაბუა პირველად გახდნენ. მივწერე, როგორია, როცა ყველაზე ლამაზი ბებია და ბაბუა გახდით-მეთქი. ძალიან მაგარი გრძნობაა და ახლა ველოდებით, შენი შვილი როდის დაიბადებაო…“

რატი გაჩეჩილაძე მეუღლის მშობიარობას დაესწრება: „რატი ძალიან მზრუნველი ადამიანია. სულ ცდილობს, ჩემ გვერდით იყოს, ჩემთან ერთად ეცნობა იმ ლიტერატურას, რაც ბავშვის დაბადებისას დაგვჭირდება…“

რატი გაჩეჩილაძე და კარინა ლისენკო მალე გოგონას მშობლები გახდებიან: „რატი უკვე იდეალური მომავალი მამაა…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g