ცნობილი წყვილი, გიორგი ცხადაძე და სალომე ლემონჯავა სოციალურ ქსელში საკუთარ გამომწერებს ოჯახურ გარემოში გადაღებულ ფოტოებსა და ვიდეოებს ხშირად უზიარებენ.
ამჯერად სალომე ლემონჯავა ტიკ-ტოკ პლატფორმაზე აქვეყნებს ემოციურ ვიდეოს, რომელიც მათი ქალიშვილის, უსაყვარლესი ნენეს ბაღის ზეიმის ეპიზოდებს აერთიანებს.
„ბაღის ზეიმიც დაგვეწია, თავი ვერ შევიკავეთ და ჩუმად ვიცრემლებოდით. წინ კიდევ რამდენი რამ გველის და ყოველთვის უზომოდ მადლიერი ვიქნები ჩემი გოგოსი, ასე რომ მიბედნიერებს გულსაც და გონებასაც“, – წერს სალომე ლემონჯავა.