LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ბატონი ზვიადის ძახილი იყო: „გაიყვანეთ უსინათლოები“.. გმირობა არის, 100 %-იან სიკვდილზე რომ მიდიხარ და მაინც მიდიხარ“ – 9 აპრილის გმირები 35 წლის წინ მომხდარ მოვლენებს იხსენებენ

142
ფორტუნა (1)

9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი სრულდება, სწორედ 9 აპრილის მოვლენებს ეძღვნება გადაცემის „სიცრუის დეტექტორი“ მორიგი ეპიზოდი, რომელიც ეთერში 8 აპრილს გავა.

გადაცემის სტუმრები 9 აპრილის სიმბოლოდ ქცეული გმირი ქალები იქნებიან – ლელა ვეფხვაძე, რომელიც დარბევის დროს, რუსთაველის გამზირზე, ფანდურზე „სალაღობოს“ ასრულებდა და მარი ნანა მახარაძე, ქალი დროშით, რომლის ფოტოც ასევე 9 აპრილის მოვლენების სიმბოლოდ იქცა.

გადაცემის სტუმრები 35 წლის წინ, რუსთაველზე განვითარებულ მოვლენებს იხსენებენ:

„გმირობა არის, 100 %-იან სიკვდილზე რომ მიდიხარ და მაინც მიდიხარ..

ბატონი მერაბის ხმა იყო: „გოგოებო, მოდით, რა, „სალაღობო“ დააგუგუნეთ. ჩვენ ის ერ ვართ, ვინც სიკვდილსაც კი სიმღერით ვხვდებით.

ბატონი ზვიადის ძახილი იყო: „გაიყვანეთ უსინათლოები“, – ამბობს ლელა ვეფხვაძე.

„9 აპრილი არის ამბავი მამაც ადამიანებზე“, – აღნიშნავს მარი ნანა მახარაძე.

ლელა ვეფხვაძე | ანონსი

🌷 ორშაბათს, 9 აპრილის გმირი ლელა ვეფხვაძე "სიცრუის დეტექტორში" იმედზე | 22:30

Posted by სიცრუის დეტექტორი • Sicruis Deteqtori on ორშაბათი, 01 აპრილი, 2024

გადაცემაში ასევე თქვენ მოისმენთ ლელა ვეფხვაძისგან პასუხცს კითხვაზე: „უტირია თუ არა სიმწრისგან მეტროში შვილთან ერთად სიმღერის დროს“.

კითხვაზე, „ყოფილა თუ არა დისკრიმინაციის მსხვერპლი“, ლელა ვეფხვაძე ამბობს: „კეთროვანივით ცალკე ვიჯექი“..

შეგახსენებთ, 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები