LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ბათუმში, საზოგადო მოღვაწის, ბიზნესმენისა და მეცენატის გურამ ჩიგოგიძის მემორიალური დაფა გაიხსნა

797
BeFunky-collage1 (36)

6 ოქტომბერს, ქალაქ ბათუმში, ვაჟა-ფშაველას ქ. N7-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე, საზოგადო მოღვაწის, ბიზნესმენისა და მეცენატის – გურამ ჩიგოგიძის მემორიალური დაფა გაიხსნა.

მის სახელს უკავშირდება რეგიონში განხორციელებული მასშტაბური პროექტები და უდიდესი მიღწევები. საბჭოთა რეჟიმის დროს მან  დიდი წვლილი შეიტანა ქვეყნის სულიერ განვითარებაში.

აღსანიშნავია, გურამ ჩიგოგიძე ბათუმის საპატიო მოქალაქე და რეგიონის გამორჩეული ლიდერი იყო. 1986-1991 წლებში, რეგიონში განხორციელებული მასშტაბური პროექტები და უდიდესი მიღწევები, სწორედ გურამ ჩიგოგიძის მთავრობის თავმჯდომარეობის პერიოდს უკავშირდება.

საბჭოთა რეჟიმის დროს, გურამ ჩიგოგიძემ ქვეყნის სულიერ განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა. ამ პერიოდს უკავშირდება ბათუმში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძრის გახსნა.

ბათუმში, საზოგადო მოღვაწის, ბიზნესმენისა და მეცენატის – გურამ ჩიგოგიძის მემორიალური დაფა გაიხსნა 

გურამ ჩიგოგიძე ბათუმის საპატიო მოქალაქე და რეგიონის გამორჩეული ლიდერი იყო.

ამ ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის თაოსნობით პირველი დიდი ნათლობა ჩატარდა და 5000 ადგილობრივი მოსახლე მოინათლა.

გურამ ჩიგოგიძის მხარდაჭერით აჭარის მთიანეთში სხალთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის მონასტერი და ხულოში სასულიერო სასწავლებელი აღდგა. ასევე, ამ სასწავლებლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზით უზრუნველყოფა მოხდა.

ყოველივე ამან გარდამტეხი როლი შეასრულა ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრებაში, მათი ქრისტიანული მსოფლმხედველობის განმტკიცებაში.

გურამ ჩიგოგიძის წვლილი დიდია ქართული მედიის, რადიო ბაზრის განვითარებაში. 1997 წელს მან დააფუძნა რადიოჰოლდინგი, რომლის რადიოსადგურები „ფორტუნა“, „ფორტუნა პლუსი“, „ავტორადიო“ და „არ დაიდარდო“ ბოლო 25 წლის მანძილზე ბაზარზე ლიდერობენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები