YouTube პოდკასტში, Radvision ბავშვთა ქირურგმა, ლევან ფერაძემ უმძიმესი შემთხვევა გაიხსენა.
ექიმმა იმ პატარა პაციენტის ისტორიაზე ისაუბრა, რომელიც უმძიმესი დაზიანებით მის კლინიკაში მოხვდა.
ქირურგი იხსენებს, რომ ბავშვი სასწაულებრივად გადარჩა:
„ბავშვი იჯდა ველოსიპედზე, ბორცვზე ავიდა და აფრინდა ველოსიპედი, ველოსიპედის საჭე დადგა ვერტიკალურად, ბავშვი 2-3 მეტრზე აფრინდა და პირდაპირ ღვიძლთ დაეცა ველოსიპედის საჭეს. ეს იყო იმპულსური ტრავმა. მთელი ტრავმის ძალა კონცენტრირდა ერთ ადგილზე, ეს ბავშვი მუხრანიდან მოიყვანეს. უკვე რომ შემოვიდა კლინიკაში, ჰიპოვოლემიური შოკი იყო. კომპიუტერული ტომოგრაფია გადავატარეთ და მაშინვე ავიყვანეთ ძალიან მოკლე დროში საოპერაციოში. წარმოიდგინეთ ბავშვი, რომელსაც აქვს 3 ლიტრი და 200-მდე სისხლი, 2. 700 იყო მუცელში სისხლი. ღვიძლი იყო ხუთ ნაწილად გაგლეჯილი… იმ წუთშიც კი, როდესაც მუცლის ღრუ გაიხსნა, მანდ ცოტა იღბალიც არის რა თქმა უნდა, მოდიოდა სისხლი დიდი ნაკადით, ღვიძლის პარენქიმაში როდესაც დიდი სისხლძარღვი არის დაზიანებული, ის სისხლძარღვი შევარდნილია შიგნით და ფაქტობრივად ვერ ნახულობ. თითი მივაჭირე ერთ ადგილს, მეორე ადგილზე და არ გაჩერდა, მეც გამიმართლა და იმ ბავშვსაც, მესამე ადგილას გაჩერდა სისხლდენა… ის ბავშვი გადარჩა“, – ამბობს ბავშვთა ქირურგი.
