ლოს-ანჯელესში ნანუკა გოგიჩაიშვილის ნამუშევრების პირველი გამოფენა გაიმართება, ნანუკა ამის თაობაზე „მთავარ არხთან“ საუბრობს.
„ბავშვობიდან ვხატავ, ბაბუაჩემს პირველი ნამუშევრიდან დღემდე ალბათ ყველა ნამუშევარი აქვს შენახული… ამტკიცებდა, რომ მე ძალიან მაგარი მხატვარი გამოვიდოდი..
დაახლოებით 1 წელია რაც ლოს-ანჯელესში ვარ, შარშან დავდიოდი სხვადასხვა გალერეაში, ალბათ სიტყვას და სურვილს აქვს ძალიან დიდი ძალა, ალბათ მეც თავს წარმოვიდგენდი იმ მხატვრებთან ერთად და ზუსტად იქ უნდა იყოს წელს ჩემი გამოფენა, ჩემი ისტორია ზღაპარს ჰგავს..
რამდენიმე თვის წინ გავიცანი ძალიან ნიჭიერი არტისტი, რამდენიმე თვის მერე გამიხსენა მომწერა და შემომთავაზა გამოფენა.
ძირითადად სახლში ვარ და ბავშვებთან ვატარებ დროს, თებერვლიდან ვიწყებ სწავლას რადგან მინდა რომ უფროა აქტიური ვიყო..
ავარჩიე ერთ ერთი ძალიან წარმატებული სკოლა, ბავშვობიდან მაინტერესებდა თეატრი, მსახიობობა, სულ თუ არაფერი არ გამოვიდა მინდა კულისებში მაინც შევიხედო,“ – ამბობს გოგიჩაიშვილი.