მოდელი ნანუკა გოგიჩაიშვილი ამერიკელი მსახიობის, კომიკოსისა და პროდიუსერის უილ ფერელის მიერ ორგანიზებულ კომედიურ შოუ-კონცერტზე იმყოფებოდა, რომელიც საქველმოქმედო ხასიათს ატარებდა. როგორც ნანუკა წერს, უილ ფერელმა იმ ადამიანებს დაუფინანსა სწავლა, რომლებმაც უმძიმესი სენი დაამარცხეს.
ნანუკა გოგიჩაიშვილის თქმით, კომედიურ შოუ-კონცერტზე მსახიობი კიანუ რივზი მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა და ერთმანეთით ტკბებოდნენ.
„Will Ferrell-მა რაღაც გასაოცარი კომედი შოუ-კონცერტი მოაწყო, სადაც გააერთიანა ვინც კი ვინმე ვარსკვლავი გსმენიათ, იქნება ეს კომიკოსი, მომღერალი, მსახიობი. ყველას თავი მოუყარა და ერთი დიდი 6 საათიანი შოუ მოაწყო კიბო გადარჩენილი ადამიანებისთვის შეკრიბა თანხა და დააფინანსა მათი სწავლა…
პს: ჩვენც ამ სიკეთის მონაწილენი გაგვხადა, პირველ ვიდეოში კიანუ რივზია მეორე ნახევართან ერთად, სრული შოკი დამემართა როცა ჩემ წინ დავინახე.. იმდენად მორიდებული სიტუაცია შეიქმნა არც მივუახლოვდი ერთად ყოფნა რომ არ დამერღვია და უხერხული მდგომარეობა არ შემექმნა, ნამდვილად ტკბებოდნენ ერთმანეთით და მშვიდად ისხდნენ, შემდეგ უკვე სცენაზე ავიდა და დაუკრა.
საოცარი აურის მატარებელია ეს ადამიანი დღეს ვუყურე როგორ დაიხარჯა ყველა ვარსკვლავი ერთი დიდი სიკეთისთვის. არ ვარ კონცერტების მოყვარული თითქმის არასდროს დავდივარ ხალხმრავლობის გამო, მაგრამ ეს იყო საღამო, რომელმაც უდიდესი სიამოვნება მომანიჭა…
პპს: სნუპ დოგი მოიყვანა და გუშინ დაბადების დღე ჰქონდა ყველამ მივულოცოთო და კი გვამღერა მთელ აუდიტორიას))) ვიდეო კომენტარებში“, – წერს ნანუკა Facebook-ზე.
Will Ferrell-მა რაღაც გასაოცარი კომედი შოუ-კონცერტი მოაწყო სადაც გააერთიანა ვინც კი ვინმე ვარსკვლავი გსმენიათ , იქნება…
Posted by Nanuka Gogichaishvili on Sunday, October 22, 2023