გიგა ცხელიშვილი, რომელსაც მეუღლე, შორენა ონიანი ტყუპებზე მშობიარობის შემდეგ გარდაეცვალა, სოციალურ ქსელში ემოციურ კადრებს ავრცელებს.
როგორც კადრებიდან ჩანს, მან ტყუპები მოხუცი ბებოს და ბაბუს მოინახულებლად სოფელში ჩაიყვანა:
„ბებო და ბაბუ გავახარეთ, ყველაზე საშინელება ის არის, რომ ამ ყველაფერს შორენა ვერ ესწრება“, – გიგა ცხელიშვილი.
გიგა ცხელიშვილი საზოგადოებას შვილებთან ერთად გადაღებულ კადრებს უზიარებს და წერს, რომ მისი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ სამყარო შავ-თეთრი გახდა:
„ვაი რომ ამ საშინელი სიზმრიდან ვერ გამოდიხარ, გინდა გაიქცე გამოფხიზლდე და თავს ვერ აღწევს, ბორგავს ოხრავ და სიზმარშიც კი იცი რო შორენა აღარასდროს დაბრუნდება.
შევციცინებთ ამ ორ პატარა ანგელოზს და ტკივილს გულში ვიკლავთ ეს ფერადი სამყარო შავთეთრად გადაგვიქციეს“, – წერს გიგა ცხელიშვილი.
ცნობისათვის, გიგა ცხელიშვილს მეუღლე, შორენა ონიანი ტყუპებზე მშობიარობის შემდეგ გარდაეცვალა.