LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ბედის ამბავიც არის.. თეთრმა ცხენმა რამდენჯერმე ჩამირბინა და თვალი გავაყოლე“ – ზურა ყიფშიძე საკუთარი ცხოვრების მნიშვნელოვან ეპიზოდებზე

297
Untitled design (1)

მარჯანიშვილის თეატრის წინ მსახიობ ზურა ყიფშიძის ვარსკვლავს გაუხსნიან.

მარჯანიშვილის თეატრსა და განვლილი ცხოვრებიდან მნიშვნელოვან ეპიზოდებზე, მსახიობი გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ გულახდილად საუბრობს.

„ბედის ამბავიც არის.. თეთრმა ცხენმა ჩამირბინაო, ხომ უნდა შეახტე იმ თეთრ ცხენს, მე ერთი-ორჯერ ჩამირბინა ისე, რომ თვალი გავაყოლე…

ბედმა გამიღიმა, დავიწყე თითქმის „დონ ჟუანიდან“ და დავასრულე „მეფე ლირით“, მსახიობისთვის გადასარევი პალიტრაა, მთავარია გამოვიდეს და მაყურებელს მოსწონდეს“, – ამბობს ზურა ყიფშიძე.

მან გაიხსენა მიხეილ თუმანიშვილთან, სერგო ფარაჯანოვთან და გიორგი შენგელაიასთან თანამშრომლობის ეპიზოდებიც:

„ფარაჯანოვისგან ვისწავლე ის, რომ უნდა იყო შენ – შენ. არავის უნდა მიჰბაძო, შენი ხელწერა, შენი სურვილები გაქვს, შენებურად ხატავ და ბოლომდე შენებურად უნდა ხატო“, – აღნიშნავს ზურა ყიფშიძე.

ზურა ყიფშიძის თქმითვე, ის საკუთარ ვარსკვლავს დედას უძღვნის:

„ლენა ყიფშიძეს მივუძღვნათ ვარსკვლავი, ჩემი ძალიან დიდი გულშემატკივარი იყო“.

 

” თეთრმა ცხენმა ჩამირბინა…” – ზურა ყიფშიძის გულახდილი ინტერვიუ ზაკ მირიანაშვილთან

?⭐️ ” თეთრმა ცხენმა რამდენჯერმე ჩამირბინა და თვალი გავაყოლე…” – ზურა ყიფშიძე.

ვის უძღვნის მსახიობი ვარსკვლავს, რომელსაც მარჯანიშვილის თეატრთან უხსნიან? – რა ისწავლა მან სერგო ფარაჯანოვისგან და რას ვერ პატიობს საკუთარ თავს?

?? დილის კინოინტერვიუ ზურა ყიფშიძესთან ზაკ მირიანაშვილის კინორუბრიკაში

Posted by დილა მშვიდობისა საქართველო on სამშაბათი, 21 ნოემბერი, 2023

 

„შეხვედრა ყველასათვის საყვარელ მსახიობთან“ – რას წერს დათო ოქიტაშვილი ზურა ყიფშიძის საიუბილეო საღამოს შესახებ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g