LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურა ყიფშიძეს ვარსკვლავს გაუხსნიან

716
მუმლაძე და დათო სააკაშვილი

რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარია მოდელი, „პრაიმჰაუსის“ მონაწილე, ლენუკა ყიფშიძე, რომელმაც არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა. მათ შორის, ლენუკამ „ფორტუნა პლუსის“ ეთერში გააჟღერა პირველად ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მამას, ზურა ყიფშიძეს, რომელიც წელს 70 წლის ხდება, ვარსკვლავს გაუხსნიან.

„დღემდე გაცნობიერების პროცესში ვარ, მადლობა ღმერთს, რომ ასეთ ოჯახში გავჩნდი, რომ ასეთი ბებია მყავდა, მამა, დედა, ასეთი ძმა მყავს, – საოცრად მეგობრული. დედის შესახებ ბევრმა არ იცის, გეტყვით, რომ ახალგაზრდობაში ერთ-ერთი მაგარი მოდელი იყო, დედა და დეიდა პირველი მოდელები იყვნენ, მთელი თეატრი უყურებდა ლელას. ზურას უთქვამს, აი, ეს გოგო უნდა იყოს ჩემიო. ბავშვობაში ვერ ვაცნობიერებდი, ისეთი სტუმრები გვყავდა ხოლმე… კარი ყველასათვის ღია იყო. იტალიურ ოჯახს გვეძახდნენ. ძალიან თბილი ოჯახი ვიყავით, ვართ და ვიქნებით. ბავშვობაში ბებიას დავყვებოდი ხოლმე ყველგან, საგრიმიოროში მიყვარდა ყოფნა, ყველას უყვარდა ბებია, ვფიქრობდი, რა ხდება-მეთქი. ახლა ვფიქრობ ხოლმე, რამდენი რამ შეუქმნია მამას, ვფიქრობ, რომ ის სათანადოდ არ არის დაფასებული, იმიტომ, რომ დღეს ზურა ასე არ უნდა იყოს, ის უნდა იყოს მუდამ დაკავებული. სცენაზე ხდება რადიკალურად სხვა, ზებუნებრივი ძალა ეძლევა.

სხვათა შორის, სიახლეები გვაქვს, პირველად აქ ვიტყვი, წელს ზურა ხდება 70 წლის და დავით ოქიტაშვილი მას ვარსკვლავს გაუხსნის. მეუბნება, რატომ უნდა გამიხსნან ვარსკვლავიო, დაბნეულია… და კიდევ ერთი რამ, წელს უნდათ, ზურას ბიოგრაფიული წიგნი გამოუშვან.

ისე, ყველას ეგონა, რომ მე მსახიობი გავხდებოდი, მაგრამ უცბად მოდელობა გადავწყვიტე. არ მიყვარს უქმად ჯდომა, დრო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ლენუკა ყიფშიძემ რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემაში „ვიზიტორი“.

იხილეთ ვრცლად:

ლენუკა ყიფშიძე: „ზურას უთხრეს, გავიგეთ, თქვენი შვილი დაიღუპაო და კინაღამ მოკვდა…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g