ძიუდოისტი და ახლა უკვე მსოფლიო ჩემპიონი, ეთერ ლიპარტელიანი „ტიკ-ტოკის“ გამომწერებს მეუღლესთან ერთად ქორწილში გადაღებული ფოტოების კოლაჟს უზიარებს და მეორე ნახევარს თბილი სიტყვებით მიმართავს:
„ბედნიერებაა, შენნაირი ადამიანი რომ მყავს გვერდით… მიყვარხარ და მაბედნიერებ!..“
ეთერის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოს უამრავი კომენტარი მოჰყვა:
„ასეთი ტკბილი და საყვარელი წყვილი დიდი ხანია არ შემხვედრია…“
„ღმერთო, რა სხვანაირია და ძალიან ლამაზი, ვინ იტყვის, ამ სიფრიფანა გოგომ რომ ისტორია დაწერა…“