LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ბელგიის პრემიერ-მინისტრი კიევში ჩავიდა – „ზამთრის ცივი თვეების წინ, ბელგია უკრაინას გამოუყოფს ახალ ჰუმანიტარულ და სამხედრო დახმარებას“

57
BeFunky-collage (1)

ბელგიის პრემიერ-მინისტრი ალექსანდერ დე კროო კიევში ჩავიდა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

ინფორმაციას ზელენსკი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„მივესალმები უკრაინაში ბელგიის პრემიერ-მინისტრ ალექსანდერ დე კროოს. ვიწყებთ მოლაპარაკებებს. დარწმუნებული ვარ, მოლაპარაკებები ორივე ქვეყნისთვის შინაარსიანი და სასარგებლო იქნება“, – წერს ზელენსკი.

უკრაინაში ვიზიტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს ბელგიის პრემიერიც და აღნიშნავს, რომ უკრაინას დამატებით ჰუმანიტარულ და სამხედრო დახმარებას გადასცემს.

„ჩამოვედი კიევში. ბოლო დღეებში მასიური დაბომბვების შემდეგ ჩვენ უკრაინელი ხალხის გვერდით ვდგავართ იმაზე მეტად, ვიდრე აქამდე. ზამთრის ცივი თვეების წინ, ბელგია უკრაინას გამოუყოფს ახალ ჰუმანიტარულ და სამხედრო დახმარებას“, – წერს ალექსანდერ დე კროო.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი კიევში ჩავიდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g