მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადების ცენტრის დირექტორი, თამთა დემურიშვილი 52 წლის ასაკში ტყუპების დედა გახდა.
ის სტუმრად გადაცემა „პრაიმშოუში“ იმყოფებოდა, სადაც მშობლობამდე განვლილ რთულ გზაზე ისაუბრა.
„არც ასაკს ვმალავ და არაფერს. ჯერ კიდევ მაშინ როცა ორსულად ვიყავი, არაერთ გადაცემაში მიმიწვიეს. მივედი გადაცემებში იმის გამო რომ სხვისთვის მოტივაცია მიმეცა. ბევრი წელი ვიწვალე, თითქმის 30 წელი. ბოლოს წამომეწია სამედიცინო ტექნოლოგიები და კიდევ 12 წელი ვიწვალე. გავაჩინე ინვიტროგანაყოფიერებით ჩემი ტყუპები. 12 ჯერ გავიკეთე. სულ მეუბნებოდნენ იქნებ შეეშვა და ჯანმრთელობა დაგიზიანდებაო. ვიცოდი ყოველთვის, რომ დედა გავხდებოდი. ბავშვობიდან მინდოდა დედობა“, – ამბობს თამთა დემურიშვილი.
