„გრემის“ ჯილდოს ხუთგზის მფლობელმა მუსიკოსმა, 18 წლის ბილი აილიშმა, 125,3 მილიონ „ინსტაგრამ“ გამომწერს შესანიშნავი სიახლე გაუზიარა. სულ მალე, ბილის მონაწილოებით, დოკუმენტურ ფილმს, „სამყარო ცოტა გაცრეცილია“ ვიხილავთ.
ვიდეოდან ცნობილი ხდება, რომ ფილმის პრემიერა 2021 წლის თებერვალში, Apple TV-ის ეთერში შედგება.
https://www.instagram.com/p/CFr6YBxhvsA/
არტისტმა სოციალურ ქსელში პატარაობის ფოტოც გაავრცელა, სადაც ის ჰაილენდ-პარკში მდებარე სახლში იმყოფება და ფორტეპიანოსთან ზის. სხვათა შორის, ბილი ახლაც ამავე სახლში, მშობლებთან და ძმასთან, ერთად ცხოვრობს.