ყველაზე „ინტროვერტ“ ვარსკვლავად აღიარებული, 5 გზის „გრემის” ჯილდოს მფლობელი მომღერალი, ბილი აილიში თვითიზოლაციის დღეებს მარტო ატარებს.
„გამოგიტყდებით, მარტო ყოფნა ძალიან მომწონს, თუმცა, მაინც ჩემს მეგობრებს ვეკონტაქტები მთელი დღის განმავლობაში, მე ისინი მენატრებიან. როდესაც რაიმე გაქვს, არასდროს ფიქრობ რომ შეიძლება აღარ გქონდეს და როცა აღარ გაქვს საოცრად გენატრება“ – ამბობს არტისტი.
ცნობისთვის, ბილის პიტბულის ორი ლეკვი ჰყავს და თვითიზოლაციაში მათი აღზრდითაა დაკავებული.