LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ბიოლოგიური დედა მმალავს, ჩუმად მხვდება.. არაღიარებული შვილი ვარ და ყველაზე მეტად ეგ მტკივა.. დედა რომ გაღიარებს, მერე მშვიდად წახვალ ამ ქვეყნიდან“ – ცისნამი საყვარლიშვილის ემოციური ინტერვიუ

232
ცისნამი საყვარლიშვილი

ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ცისნამი საყვარლიშვილი საქართველოში იმყოფება და გადაცემას „დილა მშვიდობისა საქართველო“ ესტუმრა, სადაც რუბრიკაში „დედა“ მის ბიოლოგიურ და გამზრდელ დედაზე ისაუბრა.

„ჩემთვის დედა არის ადამიანი, რომელმაც გამზარდა.. დედა რომ გაღიარებს, მერე მშვიდად წახვალ ამ ქვეყნიდან. ძალიან იღბლიანი ვარ, რადგან ორი დედა და ორი მამა მყავს. რა თქმა უნდა, ჩემი გამზრდელი დედაა ნომერ პირველი დედა, მაგრამ ამ ქალმა სიცოცხლე მაჩუქა, რომ არა ის ვერ გავჩნდებოდი ამ ქვეყნად.

ძალიან მტკივა გული, რადგან მმალავს, ჩუმად მხვდება.. არაღიარებული შვილი ვარ და ყველაზე მეტად ეგ მტკივა მე..“, – ამბობს ცისნამი საყვარლიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები