LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: BMW-ს ქარხანაში ჰუმანოიდმა რობოტებმა დაიწყეს მუშაობა 

121
ქირიას NEWS შაბლონი

BMW-ს კონცერნმა ლაიფციგის ქარხანაში ჰუმანოიდი რობოტების გამოყენებით საპილოტე პროექტის დაწყება დააანონსა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტესტირება, ხოლო სრულფასოვან მუშაობას ისინი მომავალი ზაფხულიდან დაიწყებენ. გასულ წელს ანალოგიური ექსპერიმენტი წარმატებით ჩატარდა კომპანიის ამერიკულ ქარხანაში, სპარტანბურგში.

ლაიფციგში პროექტი ხორციელდება ტექნოლოგიურ პარტნიორთან – Hexagon Robotics-თან ერთად, რომელიც ხელოვნურ ინტელექტს აქტიურად იყენებს. 2025 წლის ივნისში კომპანიამ წარადგინა თავისი პირველი ჰუმანოიდი რობოტი – Aeon. ლაბორატორიული გამოცდების შემდეგ, 2025 წლის დეკემბერში ის პირველად გამოცადეს ლაიფციგის ქარხანაში. ტესტირების მეორე ეტაპი აპრილში დაიწყება, ხოლო საპილოტე პროექტის სრული ამოქმედება ზაფხულისთვის იგეგმება.

ლაიფციგში ძირითადი აქცენტი რობოტის მრავალფუნქციურობაზე კეთდება. მისი კონსტრუქცია საშუალებას იძლევა, რომ სხვადასხვა მანიპულატორების, დამჭერებისა და სკანირების ინსტრუმენტების დაყენება უფრო მარტივი გახდეს. რობოტი დინამიკურ რეჟიმში ბორბლებზე გადაადგილდება. საწყის ეტაპზე ის გამოყენებული იქნება მაღალი ძაბვის აკუმულატორების აწყობასა და კომპონენტების წარმოებაში.

გასულ წელს BMW-ს ამერიკული პროექტის ფარგლებში, ჰუმანოიდმა რობოტმა Figure-მა ათი თვის განმავლობაში მონაწილეობა მიიღო 30 000-ზე მეტი BMW X3-ის აწყობაში. ის მუშაობდა დღეში ათი საათის განმავლობაში, კვირაში ხუთი დღე. რობოტი ამონტაჟებდა ლითონის ფურცლის დეტალებს შემდგომი შედუღებისთვის. ჯამში მან გადაადგილა 90 000-ზე მეტი კომპონენტი და 1250 სამუშაო საათში დაახლოებით 1,2 მილიონი ნაბიჯი გადადგა.

ჰუმანოიდი რობოტების დანერგვას მომდევნო ხუთ წელიწადში გეგმავს კიდევ ერთი ავტომწარმოებელი – Xiaomi. ამჟამად კომპანიის ქარხნებში ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული რენტგენის სისტემა თითოეული ძარის პანელის ხარისხს მხოლოდ ორ წამში ამოწმებს, ბევრად სწრაფად და ზუსტად, ვიდრე ადამიანს შეუძლია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g