რუსთაველის ეროვნულ თეატრში, ზაზა მარჯანიშვილის საიუბილეო კონცერტი გაიმართა.
მუსიკალურ საღამოზე წარმოდგენამ „ორშაბათის ღამის სიზმარი“, სცენაზე კომპოზიტორის ახალი მუსიკალური ნაწარმოებები, კინო, ქორეოგრაფია და ვიდეოარტი გააერთიანა.
მაყურებლის წინაშე წარდგა ნაციონალური ბალეტი – „სუხიშვილები“. სწორედ ამ ღონისძიებისთვის დაიდგა რამდენიმე სპეციალური ნომერი, რომელმაც მაყურებლის აღფრთოვანება დაიმსახურა.
ფრაგმენტს ღონისძიებიდან „სუხიშვილების“ ოფიციალური ფეისბუკ გვერდი ავრცელებს.
Zaza Marjanishvili . Monday Night Dream
Choreography: Iliko Sukhishvili jr.
#Sukhishvili #სუხიშვილები ??Posted by სუხიშვილები – Sukhishvilebi on ოთხშაბათი, 24 იანვარი, 2024
„ბრავო“, „მუდამ ძიებაში“, „ნიჭიერება“, – წერენ „სუხიშვილების“ ახალი ნომრით აღფრთოვანებული მაყურებლები.