LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „მან და ქალბატონმა ნინომ საფუძველი ჩაუყარეს ქართულ ცეკვას, რომელიც აღაფრთოვანებს მილიონობით მაყურებელს.. ამან შეგვაქმნევინა კოლექციური ჭადრაკი“ – რა საჩუქარი მიუძღვნა ნონა გაფრინდაშვილმა სუხიშვილებს

216
ფორტუნა (2)

4 აპრილს, დიდ ქართველ ქორეოგრაფსა და მოცეკვავეს, საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის დამფუძნებელს, ილიკო სუხიშვილს 117 წელი შეუსრულდებოდა.

საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ილიკო სუხიშვილის შთამომავლებს, ნინო და ილიკო სუხიშვილებს მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი სიმბოლურ საჩუქარს უძღვნის – მეფისა და დედოფლის ფიგურას კოლექციური ჭადრაკიდან:

„ქალბატონო ნინო, გილოცავთ ბატონი ილიკოს დაბადების დღეს.

მან და ქალბატონმა ნინომ საფუძველი ჩაუყარეს ქართულ ფენომენს – ტრადიციულ ქართულ ცეკვას, რომელიც აღაფრთოვანებდა და აღაფრთოვანებს მილიონობით მაყურებელს.

ამან შეგვაქმნევინა კოლექციური ჭადრაკი – „ქართული ცეკვა“, მინდა სიმბოლური საჩუქარი გადმოგცეთ, უდიდესი სიყვარულით და უდიდესი პატივისცემით – ჭადრაკის ფიგურები, მეფე და დედოფალი“, – აღნიშნავს ნონა გაფრინდაშვილი ვიდეომიმართვაში, რომელსაც ანსამბლი „სუხიშვილები“ ავრცელებს.

💫

უღრმესი მადლობა ჭადრაკის დედოფალს, ქალბატონ ნონა გაფრინდაშვილს❣️❣️❣️

Posted by სუხიშვილები – Sukhishvilebi on ხუთშაბათი, 04 აპრილი, 2024