ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის იუმორისტული გადაცემის – „პაატა გულიაშვილის და ნიკა არაბიძის შოუს“ გასულ ეპიზოდში პაატა გულიაშვილისა და „ქსოვრელების“ ახალგაზრდა მომღერლის, გიორგი შოშიტაშვილის სიმღერის პრემიერა შედგა.
მსახიობმა და მომღერალმა ყველასთვის კარგად ცნობილი ძველი სიმღერა, „პატარა ხარ, პატარა“ გააცოცხლა და მსმენელს საკუთარი ინტერპრეტაციით შესთავაზა.
მუსიკალურმა დუეტმა გადაცემის მაყურებლისგან უამრავი დადებითი შეფასება მიიღო
„ბრავო! ძალიან ნიჭიერები ხართ“, „გვიხალისებთ ცხოვრებას“, „რა კარგია, ძველი სიმღერა რომ გაგვახსენეთ“, „საუკეთესო შესრულებაა“ – წერენ ვიდეოს კომენტარების ველში სოციალური ქსელის მომხმარებლები.