ცნობილმა მომღერალმა სტეფანემ, 14 თებერვალს, მორიგი კონცერტი შესთავაზა მსმენელებს და როგორც მოსალოდნელი იყო, კონცერტმა ამჯერადაც სრული ანშლაგით ჩაიარა.
ყველაზე კულმინაციური მომენტი მომღერლის შვილთან ერთად გამოჩენა იყო.
მოგეხსენებათ, სტეფანიას მიერ შესრულებული „გაიღიმე“ ინტერნეტსივრცეში დიდი მოწონებით სარგებლობს.
სტეფანეს ახალი ჰიტის ერთობლივმა შესრულებამ მორიგ ჯერზეც დარბაზის მხურვალე ოვაციები დაიმსახურა.