ცნობილი სატელევიზიო შოუს Saturday Night Live შემქმნლებმა გადაწყვიტეს იუმორიით ეპასუხათ პრეზიდენტ დონალდ ტამპისთვის. შოუს შემქმნელებმა დახმარებისთვის ოსკაროსან ბრედ პიტს მიმართეს, რომელმაც ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი, ენტონი ფაუჩი განასახიერა. ბრედმა ყავისფერი პიჯაკი სათვალე და პარიკი მოირგო. პიტმა შოუს მაყურებელს სიტყვით მიმართა და პრეზდენტ ტრამპს სადეზინფექციო საშუალებების შესახებ გაკეთებული განცხადებების გამო დასცინა.
მიმართვის ბოლოს ბრედ პიტმა პარიკი მოიხსნა და ენტონი ფაუჩს მოთმინებისთვის მადლობა გადაუხადა.