საზოგადოებისთვის ცნობილია ის ფაქტი, რომ ბევრისთვის საყვარელი მომღერლისა და კომპოზიტორის, ნატო გელაშვილის შვილები, გიორგი და ლუკა ჭოხონელიძეები, დედის სგავსად, განსაკუთრებული მუსიკალური მონაცემებით არიან დაჯილდოებული. თუმცა, ჭოხოების ყოველი ახალი გამოჩენა, მსმენელისთვის ახალი აღმოჩენაა.
სოციალურ ქსელ „ტიკ ტოკზე“ ძმები ერთობლივი შესრულების მორიგ კადრებს გვიზიარებენ.
ჭოხოებმა „ვარდზე მეტი ეკლები აქვთ ლამაზებს“ შეასრულეს და დარბაზი კიდევ ერთხელ აიყოლიეს.
„სასწაული“, „ბრილიანტები“, „სიყვარულის ბიჭები“, – წერენ ინტერნეტმომხმარებლები.
@chokhos_official #ჭოხოები #Chokhos #lukachokhonelidze #giorgichokhonelidze #გიორგიჭოხონელიძე #ლუკაჭოხონელიძე #ოტიუმი #fyp ♬ original sound – ჭოხოები / Chokhos