გუშინ, 28 ოქტომბერს ფილარმონიის წინ კომპოზიტორ ნატო გელაშვილის ვარსკვლავი გაიხსნა.
ამასთან, ჩატარდა შესანიშნავი ღონისძიება, სადაც კომპოზიტორის შექმნილი ჰიტები შესრულდა.
კონცერტის შემდეგ ულამაზესი დღე მომღერლებმა ერთ-ერთ რესტორანში გააგრძელეს.
კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება, სადაც „ჭოხოები“, თავად ნატო და ანსამბლი „ჰერიო“ ბრწყინვალედ მღერიან.
ვიდეოს თაკო დოლაბერიძე გვიზიარებს.
ფილარმონიის წინ ნატო გელაშვილის ვარსკვლავი გაიხსნა