LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მთავარია, გულით ვაკეთეთ ყველამ ჩვენ ჩვენი საქმე, რომ თქვენამდე სიყვარული მოგვეტანა“ – ნატო გელაშვილის ემოციური მადლობა ვარსკვლავის გახსნის შემდეგ

3144
ფორტუნა (5)

კომპოზიტორ ნატო გელაშვილს ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ სახელობითი ვარსკვლავი გაუხსნეს.

ნატო გელაშვილის სასცენო მოღვაწეობის 35 წლის იუბილესადმი თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზში ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიების შემდეგ ნატო გელაშვილმა სოციალურ ქსელში მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვინც მისი საღამოს ორგანიზებაში და ვარსკვლავის გახსნაში წვლილი შეიტანა.

„მადლობა უფალს დღევანდელი სიყვარულით სავსე დღისთვის.
მადლობა ჩემს საოცარ მსმენელს.
კონცერტის სული ჩამდგმელს სწორად დანახული ნატოსთვის, უნიჭიერეს და უერთგულეს მეგობარს ბაკურ ბაკურაძეს.

ჩემს უღალატო მეგობრებს , რომლებმაც მთელი გული ჩადეს თითოეულ სიმღერაში.
მადლობა დათო ოქიტაშვილს, ასეთი დაბნეული დათო პირველად ვნახე.. იმის მაგივრად რომ მადლობა ეთქვა ტვ „იმედისთვის“, მერიისთვის, ბაკურისთვის და ა.შ ყვავილები მომაწოდა და დადუმდა.
მადლობა ჩემს მეგობარს და კოლეგას ლილიკო ნემსაძეს..
ბენდის საოცარ ბიჭებს.
და კიდევ უამრავ ადამიანს.
მსგავსი დაბნეულები არასოდეს ვყოფილვართ.
მთავარია, გულით ვაკეთეთ ყველამ ჩვენ ჩვენი საქმე, რომ თქვენამდე სიყვარული მოგვეტანა.
მიყვარხართ.“ – წერს ნატო გელაშვილი სოციალურ ქსელში.

 

მადლობა უფალს დღევანდელი სიყვარულით სავსე დღისთვის??
მადლობა ჩემს საოცარ მსმენელს??
კონცერტის სული ჩამდგმელს სწორად…

Posted by Nato Gelashvili on Saturday, October 28, 2023

 

ფილარმონიის წინ ნატო გელაშვილის ვარსკვლავი გაიხსნა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები