„ცვალებადი ნიშნების“ მსახიობი, ნია გუგავა გადაცემაში „დაქალთან ვრჩები“ იხსენებს სერიალის გადაღებებს გერმანიაში, სადაც მათთან ერთად მონაწილეობდა საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრი ბუდუ ზივზივაძე:
„ახლა მონტაჟდება გერმანიის სერია, ცხრა თვის შემდეგ. მსახიობებს არ გვაძლევენ უფლებას, რომ წინასწარ ვნახოთ. გვქონდა სრულიად გიჟური და ქართული გადაღება გერმანიაში. ოთხეული წავედით და ბუდუ იქ დაგვხვდა. თავის თავს თამაშობს. თავიდან გადაღებები საქართველოში იყო დაგეგმილი. რომ გაიწელა გადაღებები, ბუდუს უწევდა თამაში, ამიტომ გერმანიაში გავემგზავრეთ. ძალიან ვაწვალეთ, რადგან ჩვენი გადაღების დღეს უწევდა თამაში. მის თამაშსაც დავესწარით… მეხსიერებიდან წაიშალა ეს გადაღებები და ველოდები, რომ ვნახო, რა გადავიღეთ…“
