საფეხბურთო კლუბ „ატლანტა იუნაიტედის“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის, საბა ლობჟანიძისა და სალი კერატიშვილის ქალიშვილი – ალისა გაქრისტიანდა.
საბა ლობჟანიძე და სალი კერატიშვილი პირველი შვილის მშობლები გახდნენ – რა დაარქვა წყვილმა ახალშობილს
გოგონა თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძარში, დეკანოზმა შალვა კეკელიამ მონათლა. რიტუალის ამსახველი კადრები წყვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
სალი კერატიშვილი საკუთარ გამომწერებს ასევე უზარებს კადრებს, რომლებიც ნათლობის შემდგომ, სადღესასწაულო წვეულებაზეა გადაღებული. საბამ და სალიმ ეს დღე მეგობრების გარემოცვაში აღნიშნეს. სხვა ცნობილ სახეებთან ერთად, სტუმრებს შორის იყვნენ ფეხბურთელი ბუდუ ზივზივაძე და მომღერალი აჩიკო ბერიძეც.
აჩიკო ბერიძემ, სტუმრების ოვაციების ფონზე, ნუნუ დუღაშვილის „კახეთო“ შეასრულა. ბუდუ ზივზივაძემ კი საბა ლობჟანიძესთან ერთად შეასრულა სახალისო ცეკვა, რომელმაც ინტერნეტსივრცე მოიცვა.


