LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: Bugatti Chiron-მა საერთო მოხმარების გზაზე მაქსიმალური სიჩქარე განავითარა

42
bugativwrn

2016 წელს, ჟენევის ავტოსალონზე წარმოდგენილმა 1500 ძალის ჰიპერქარმა Bugatti Chiron, პრემიერის შემდეგ არაერთი სპეც-ვერსია მიიღო. მთელი ტირაჟი 500 ეგზემპლარს შეადგენს და უახლოეს მომავალში კუპეს წარმოება დასრულდება. Chrion-ის ზოგიერთი იღბლიანი მფლობელი კუპეს ფარეხში არ ინახავს და მას პირდაპირი დანიშნულებით იყენებს – მაქსიმალურ სიჩქარეს ავითარებს.

Bugatti-ს ერთ-ერთი ასეთი მფლობელია ჩეხი ბიზნესმენი რადიმ პასერი, რომელმაც შეძლო, რომ საერთო მოხმარების გზაზე 417 კმ/სთ სიჩქარე განევითარებინა. რეკორდი ჩეხმა ისეთ ავტობანზე დაამყარა, სადაც სხვა ავტომობილებიც გადაადგილდებოდნენ. ბიზნესმენს არანაირი კანონი არ დაურღვევია, რადგან სუპერქარი გერმანიის ულიმიტო მაგისტრალზე (ადგილი სადაც სიჩქარე შეზღუდული არ არის) დატესტა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები