თვითმხილველებმა დააფიქსირეს მომენტი, როდესაც Bugatti Veyron და Lamborghini Aventador ერთმანეთს დაეჯახნენ. ინციდენტი მონაკოს ვიწრო ქუჩაში მოხდა, მაშინ როდესაც Bugatti-ს მძღოლი დაპარკინგებას ცდილობდა. ავტომფლობელმა თავისი გაბარიტები ვერ გათვალა, დამხმარე ადამიანსაც ყურადღება არ მიაქცია და შედეგად Lamborghini-ს უკანა ნაწილი დააზიანა. იტალიურ სუპერქარს დისკი გაუფუჭდა, ხოლო ფრანგულს – ბამპერი. ორივე ავტომობილს საკმაოდ ძვირადღირებული რემონტი დასჭირდება.
Bugatti-ს და „ლამბოს“ ავარიას სერიოზულს ვერ დავარქმევთ და მთავარ დამნაშავეს ალბათ არც ფინანსური პრობლემები არ აქვს, ამიტომ ყველაფერს გადაიხდის.
აღსანიშნავია, რომ Bugatti-ს მძღოლები მსგავს სიტუაციაში ძალიან ხშირად ხვდებიან, რადგან გაბარიტებს სწორად ვერ აღიქვამენ. მაგალითად, ერთი თვის წინ საფრანგეთში ჰიპერქარი Divo-ს მფლობელმა დაპარკინგებული Mercedes-Benz CLS დააზიანა და თვითმხილველებმა ამ ინციდენტის გადაღებაც შეძლეს.