LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ცეკვა აფხაზური ნინო რამიშვილმა დადგა, კიდევ კარგი, მაშინ სოციალური ქსელი არ არსებობდა… გული მწყდება იმაზე, რომ ბებიაჩემს და ბაბუაჩემს, გაუგებარი მიზეზით, საფლავში ატრიალებენ…“

200
ნინო სუხიშილი

ნინო სუხიშვილი იხსენებს, როგორ დადგა მისმა ბებიამ, ნინო რამიშვილმა აფხაზური ცეკვა 80-იანი წლების დასაწყისში და რამხელა კრიტიკა მოჰყვა მას:

„რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ის არის აბსოლუტურად ეროვნული, ქართული, ტრადიციული, ჩვენზე კარგად, ჩვენი ოჯახის და წინაპრების ტრადიციებს არავინ დაიცავს, ამის გარანტიას ნამდვილად გაძლევთ.

მახსოვს, ქალბატონმა ნინო რამიშვილმა 80-იანი წლების დასაწყისში დადგა ცეკვა აფხაზური, რამხელა კრიტიკა მოჰყვა მაშინ. კიდევ კარგი, არ იყო სოციალური ქსელი, რადგან შეურაცხყოფამდე მიდიოდა ხალხი, იმდენად მოდერნისტული მოეჩვენა. ამ ცეკვას დღეს ყველა ანსამბლი ასრულებს და ჰგონიათ, რომ ეს ცეკვა არსებობდა, მაგრამ ასე არ არის. ეს ცეკვა დადგა ნინო რამიშვილმა. მართალი გითხრათ, გული მწყდება იმაზე, რომ ბებიაჩემს და ბაბუაჩემს, გაუგებარი მიზეზით, საფლავში ხშირად ატრიალებენ და იმდენს ატრიალებენ, რომ ალბათ ცეკვავენ იქ…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g