LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ცეკვის დროს ვგრძნობ, რომ თავისუფალი ვარ, ცეკვა ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს“ – გაიცანით 8 წლის ვირტუოზი მოცეკვავე ნუკრი ბოლქვაძე

322
ნუკრი ბოლქვაძე

ნუკრი ბოლქვაძეს საზოგადოება უკვე კარგად იცნობს ვიდეოებით, რომელიც გასულ წელს სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა – 7 წლის ბიჭმა, არტისტიზმით შესრულებული ცეკვით მაყურებელი მალე მოხიბლა.

ვიდეო: „უნიჭიერესი ვაჟკაცია“ – 7 წლის ნუკრი ბოლქვაძის საოცარი „ცეკვა-თამაში“ და აღფრთოვანებული აუდიტორია

საკუთარ ცხოვრებაზე, ცეკვის სიყვარულსა და სამომავლო გეგმებზე ნუკრი ბოლქვაძე „რუსთავი 2“-ის რუბრიკაში „შაბათ-კვირის დილა“ ჰყვება.

„ცეკვის დროს ვგრძნობ, რომ თავისუფალი ვარ, მართლა ძალიან ბედნიერი ვარ. თითქმის არასდროს ვიღლები, ძალიან დაკავებული გრაფიკი მაქვს… ყველაფერს ვასწრებ და შემდეგ არ ვიცი, რა იქნება.

რაც თავი მახსოვს, ვცეკვავდი, ვმღეროდი. ჩემთვის ცეკვა ყველაფერს ნიშნავს. ცეკვით თავს ვიწყნარებ, ვგრძნობ, რომ მე აქ ვარ, ცეკვის დროს თვალებს არ ვხუჭავ, თვალგახელილი ვცეკვავ“, – აღნიშნავს 8 წლის ნუკრი ბოლქვაძე.

ვიდეო: 7 წლის ვირტუოზი მოცეკვავე აჭარულს ასრულებს: „ქართული გენი სისხლში აქვს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g