ხათუნა მუზაშვილის პოდკასტს „აღზრდის სკოლა მშობლებისათვის“ ესტუმრა ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე. მასთან ერთად ფსიქოლოგმა და ქოუჩმა წამოჭრა მნიშვნელოვანი თემა, რომელიც ცეკვის მასწავლებლებს და მათი მხრიდან ბავშვებისადმი დამოკიდებულებას ეხება:
„ცეკვის მასწავლებლები ყვირიან, სოციალურ ქსელში ვიდეოებშიც კი არის ნაჩვენები, როგორ უყვირის ცეკვის მასწავლებელი მოსწავლეებს. ეს იცით, რას ნიშნავს? რომ იმ ცეკვის მასწავლებელს წარმოდგენაც კი არ აქვს, რომ ასე ქცევა არ შეიძლება, თორემ როგორც მინიმუმ, ვიდეოს ხომ არ დადებდა? როდესაც დამაკნინებელ რაღაცებს ეძახის ბავშვებს და იარლიყებს აკერებს, ამაზე აღარც ვსაუბრობ…
ჩემი ექვსი წლის შვილმა ძალიან მთხოვა ცეკვაზე სიარული და მივიყვანე, მასწავლებელი გამოვიდა და შეაქო. სამი დღის მერე ბავშვს გაუარა ცეკვაზე სიარულის სურვილმა, რატომ? მასწავლებელი ისე ყვიროდა, რომ კედლები ზანზარებდა…“
