LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: როცა ბავშვს ყველა სურვილს ვუსრულებთ, მას არა ფინანსურ თავისუფლებას, არამედ მოლოდინს ვუყალიბებთ, რომ ყველაფერი მარტივად მოდის – „მშობლებისთვის პრიორიტეტი ერთმანეთი უნდა იყოს და არა შვილის ფულით „გატენვა“ და იმის ჩვენება, რომ „შენ ყველაფერი შეგიძლია“, იმიტომ, რომ შემდეგ გამოდიან ე.წ. „მამიკოს შვილები“ – რას ამბობს დავით კენჭაძე

116
დავით კენჭაძე

პოდკასტის „აღზრდის სკოლა მშობლებისათვის“ ერთ-ერთი გასული ეპიზოდის სტუმარი კენჭაძის ბიზნესაკადემიის დამფუძნებელი დავით კენჭაძე იყო.

პოდკასტში, რომლის თემაც იყო ფინანსური განათლება ოჯახებში, ბავშვებსა და მოზარდებში, დავით კენჭაძემ ისაუბრა თუ როგორ უნდა ასწავლოს მშობელმა ბავშვს ფულის ყადრი და როგორ აღზარდონ შვილები ისე, რომ იყვნენ წარმატებულები და ფინანსურად თავისუფლები.

„შვილისთვის რაღაცების ყიდვა და გაკეთება არის ტოპ, მერე სად მიდის ეს პრობლემა? ეს გადადის ცოლ-ქმარს შორის ურთიერთობის პრობლემაში, მშობლებისთვის პრიორიტეტი ერთმანეთი უნდა იყოს და არა შვილის ფულით „გატენვა„ და იმის ჩვენება, რომ „აი, შვილო, შენ ყველაფერი შეგიძლია“, იმიტომ, რომ შემდეგ გამოდიან ე.წ. „მამიკოს შვილები“, რომლებსაც მარტივად შეუძლიათ ფულის დახარჯვა. ჰგონიათ, რომ ფულით ყველაფრის ყიდვაა შესაძლებელი, სინამდვილეში, ფულში ხომ ბედნიერება არ არის, ფული არის რესურსი, რომელიც რაღაც რაოდენობამდე გჭირდება“, – აღნიშნავს დავით კენჭაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g