პატარა ტყუპებს, დაჩი და დანიელ ცხელიშვილებს თითქმის მთელი საქართველო იცნობს – შორენა ონიანისა და გიგა ცხელიშვილის შვილების ვიდეოებს, სოციალურ ქსელში საკუთარ გამომწერებს თავად გიგა ცხელიშვილი უზიარებს.
ტყუპების სახალისო ვიდეოს, რომელშიც პატარები ცელქობენ, გიგა ცხელიშვილი ამჯერად „ფეისბუკში“ ავრცელებს: „გეცინება და თან ვერ აზავებ“ – წერს გიგა ცხელიშვილი.
გეცინება და თან ვერაზავებ 😀❤️
Posted by გიგა ცხელიშვილი on ხუთშაბათი, 26 ივნისი, 2025
„ორივე რომ აყვანას გთხოვს ამ დროს რა ხდება?“ – გიგა ცხელიშვილი ტყუპების ვიდეოს აქვეყნებს
ცნობისათვის, გიგა ცხელიშვილის მეუღლე, 28 წლის შორენა ონიანი, რომელიც ტყუპებზე მშობიარობის შემდეგ მძიმე მდგომარეობაში იყო და რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობდა, გასული წლის 15 ნოემბერს გარდაიცვალა.