LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ცელქმა ძაღლმა პატრონის მანქანა აუზში გადააგდო

59
newsw3345dog cars

შემთხვევა ჩინეთში, ცზიანხუას პროვინციაში მოხდა. მამაკაცი, რომლის გვარიც ცზია, მაღაზიაში იყო გასული და ძაღლი მანქანაში ყავდა დატოვებული. უკან დაბრუნებულმა ძრავი ჩართო და გაახსენდა რომ საფულე დახლზე დარჩა.

ბუნებრივია, მან მაშინვე უკან დაბრუნება გადაწყვიტა, საფულის აღებას სულ რამდენიმე წამი სჭირდებოდა, ამიტომ ცზიამ ავტომობილი დაქოქილი დატოვა.

მამაკაცი მაღაზიაში შებრუნდა და როდესაც უკან ბრუნდებოდა, ცუგას იმდენად გაუხარდა რომ ხტუნაობა დაიწყო. სავარაუდოდ, ამ დროს ის საჭის მექანიზმს შეეხო, ავტომობილი ადგილიდან დაძრა და აუზში გადააგდო. ამ სურათმა მამაკაცი ნამდვილ შოკში ჩააგდო.

ძაღლის გადარჩენაში ჩინელს ადგილობრივები დაეხმარნენ, ავტომობილი კი ჩაიძირა.

ინციდენტის გადაღება იქვე დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერამ შეძლო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g